ჯუზეპე კონტეს აზრით არალეგალი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ქვეყნებში დროებითი განთავსების დამატებითი ცენტრები უნდა შეიქმნას

0
5598

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ.

ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.

ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისს არ გადაჭრის, შენგენის ხელშეკრულებას საფრთხე დაემუქრება. მოლაპარაკების დროს ჯუზეპე კონტემ ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფოს ლიდერს გაერთიანების ტერიტორიაზე შესული მიგრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ მოუწოდა.

შენგენის შეთანხმება, რომელიც ძალაში 1995 წლის 26 მარტს შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე გარკვეულ პარტნიორ ქვეყნებს შორის საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმებას ითვალისწინებს.