დღეიდან 6 თვის განმავლობაში ავსტრია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა უფლებამოსილებები უკვე გადაიბარა.
2018 წლის იანვრიდან, ივნისის ჩათვლით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთი იყო. ცერემონიას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრებოდა. როგორც ცერემონიაზე სებასტიან კურცმა თქვა: “ეს პატივია ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც”.
კურცის განცხადებით, ავსტრიის პოლიტიკის დევიზი იქნება: “ევროპა, რომელიც იცავს” და ის აპირებს გააღრმავოს ურთიერთობები და განამტკიცოს ევროკავშირისადმი ნდობა, რათა გაერთიანებამ მასზე დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები შეასრულოს.