1 ივლისიდან ისრაელის სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილ პროგრამას იწყებს

0
3030

ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება. 
საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ა.წ. 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მივცა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფილობითი დაბრუნების დეპარტამენტი (სამუშაო საათები: 08:00-15:00, ტელ: 036982059 036982059 და 036982061) ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს, ტელ: 036093206

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:
– საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

– მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2258&lang=1);

ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

– ფინანსური უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობა ისრაელის “დასაქმების კანონში” დადგენილი წესით;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206