Home E-მიგრანტი საბერძნეთის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის ელექტრონულ ვერსიაშიც აისახა
მიმდინარე წლის 27 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ამავე ქვეყანაში მომუშავე ქართულენოვან იურისტებთან თანამშრომლობით საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური მიგრაციის პრაქტიკულ გზამკვლევის გამოცემის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ICMPD -მა დააფინანსა (იგულისხმება ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული იურისტების ჰონორარები,გამოცემის დიზაინის და ტირაჟის ბეჭდვითი მომსახურება). რომლის მთელი ტირაჟიც საბერძნეთში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობრივი სიმრავლიდან გამომდინარე მალევე ამოიწურა და ამასთან გამოცემის დაბეჭდვიდან, რამდენიმე თვეში საბერძნეთის კანონმდებლობაშიც შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებსაც როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს ,,შეუძლიათ ჩვენი ემიგრანტების საბერძნეთში ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე იქონიონ გავლენა.”
ვინაიდან ,,პუბლიკაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბერძნეთში ბინადრობის ნებართვების მიღების საკითხს და დოკუმენტში წარმოდგენილია საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და განახლების პროცედურები,
ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ბინადრობის ნებართვების კატეგორიები, თითოეული მათგანის მისაღებად საჭირო მოთხოვნები” და ასე შემდგომ, საელჩომ მიზანშეწონილად მიიჩნია გზამკვლევის განახლება და როგორც საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაშია აღნიშნული მისი განთავსება მასზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყების ვებ გვერდსა და დიასპორულ მედია საშუალებების ვებ გვერდებზე. ,, ჩვენ გზამკვლევში ავსახეთ ის საკანომდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო პერიოდში შევიდა ძალაში, ასევე, ის ცვლილებებიც, რომლებიც 2018 წლის 23 აგვისტოდან ამოქმედდება. გზამკვლევის განახლებული ვერსია განთავსებულია ინტერნეტ- მისამართებზე:
საბერძნეთსა და სერბეთის რეპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე http://greece.mfa.gov.ge;
საბერძნეთში მაუწყებელ ერთადერთ ქართულენოვან საინფორმაციო პორტალზე http://georgians.gr;
დიასპორის მთავარ საინფორმაციო საგენტოს პორტალზე http://diaspora.ge,
საინფორმაციო ინტერნეტ -პორტალ http://www.nostal. ge; – ზე “- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.