ათენში 24 დეკემბერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისათვის საშობაო კონცერტი გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით ასეთი მასშტაბის საკონცერტო პროგრამა ქართველი ბავშვებისათვის წინასაახალწლოდ ათენში დღემდე არ ჩატარებულა, ამასთან აღსანიშნავია რომ ათენში დაბადებულ და გაზრდილ ჩვენს პატარა თანამემამულეებთან ერთად, საზეიმო დღეებში მონაწილეობას სპეციალურად ამ პროექტისთვის მოსკოვიდან ჩამოსული ბავშვთა მუსიკალური სტუდია ,, ბალანჩინოს” აღსაზრდელებიც მიიღებენ.
ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ, ათენში სამედიცინო პრობლემების მქონე ემიგრანტს გადაეცემა