1 . ,,მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომელიც შეიქმნა უცხოეთში და გახდა ცენტრები ქართული სულიერი კულტურისა. [უცხოეთში] შეიქმნა ქართული ცეკვის, სიმღერის და ლიტერატურის წრეები. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ”.
2. „დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია… ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა“
3. ,,ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მუდამ ვლოცულობ, რომ თქვენი მწირობა უცხო ქვეყანაში იყოს ხანმოკლე! ვლოცულობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულმა თქვენგანმა კარგად გააცნობიეროს ისიც, რომ თქვენ ხართ სახე საქართველოსი, რომ თქვენი ქცევა, თქვენი ქმედება პირდაპირ კავშირშია თქვენს სამშობლოსთან. თქვენი ვალია, იყოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა, და მადლიერნი და კმაყოფილნი დაბრუნდეთ უკან. საქართველოს თითოეული თქვენგანი სჭირდება. მისი ძლიერება თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნა და ძლიერებაა”.
4. ,,თავის ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ძალიან ცოდვაა. ამიტომ “უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება.”
5. “დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში. სახლში უკეთესია”
6. ,, [უცხოეთში] შეიძლება არის ბევრი სასმელი და ჩასაცმელი, მაგრამ ჩვენი ქართველი თანამემამულეები იქ დალხინებულად არ არიან, მათაც უჭირთ. ზოგი მუშაობს, ზოგიც სწავლობს. მე მათ მოვუწოდე, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და იშოვონ აქ, ჩვენს ქვეყანაში სამსახური.”
7. მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ საქართველოს მოქალაქეები. შეიძლება ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველესია თქვენი წინაპრების ძვლები. თქვენი ფესვები არის აქ – საქართველოში, ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ… მადლიერები ვართ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო ”
8. ,,მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოძღვრები, რომელნიც ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავენ თანამემამულეთ.”
9. “წინათ, რამდენიმე წლის წინ, მოგიწოდებდით, სამშობლოში დაბრუნებულიყავით. ახლა მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. უპირველეს ყოვლისა, ეს საჭიროა საქართველოსთვის”
10. ,, ერთი შემთხვევა იყო, ქართველმა ადამიანმა უცხოეთში მომმართა, ისე მიყვარხარ, როგორც საქართველოო. მეც მინდა, გავიმეორო ეს სიტყვები, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე.”