მხოლოდ ემიგრანტის პასუხები – გიორგი ნიკოლაიშვილი აშშ-დან.

0
3246
 გიორგი ნიკოლაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 23 წლის ჩავიდა და მას შემდგომ ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის ერთ ერთი პოპულარული  ემიგრანტია და მას შედგომ რაც ფეისბუქზე  ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“  შექმნა და უამრავი კეთილი საქმეებით და საინტერესო ინიციატივებით გამოიჩინა თავი. 
 გიორგი დღეს  DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების”პირველი რესპოდენტია: 

 ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი – ვყოფილიყავი სატელევიზიო ჟურნალისტი

 გადავწყვიტე რომ საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ – გამომეცადა მარტო ცხოვრება და მიმეღო ამერიკული განათლება

მოვდიოდი და ვფიქრობდი – მე ამას შევძლებ!

 ემიგრანტი იყო ნიშნავს – მუდმივად გაწუხებდეს მონატრების გრძნობა

 პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი – შემეშინდა მანჰეტენის ცათამბჯენების.

მინდოდა მეტირა მაშინ როცა – მოვხვდი საავადმყოფოში და გვერდით არ მყავდა დედა

სიზმრად ვნახე საქართველო – ძირითადად სიზმრებში ვნახულობ თბილისის აეროპორტს და პირველ შეხვედრას ოჯახთან

 მონატრება ეს არის –  გრძნობა, რომელსაც ვერც ფულით აბალანსებ და ვერც წარმატებით.

 როცა დავბრუნდები საქართველოში –  საცხოვრებლად არასდროს დავბრუნდები.  

1ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს –  ამერიკის ყველა შტატიდან ჩამომაქვს იმ შტატის გამოსახულებიანი ჭიქა.