საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქ. თესალონიკში, საბერძნეთი – საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მაისში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოების, ასევე, ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენები. ანსამბლმა „სულიკო“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი და ქართული მრავალხმიანი სიმღერები, თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლებმა „მამული“ და „ფესვები“ კი ქართული ხალხური ცეკვები. მიღებას ესწრებოდნენ თესალონიკის მერი იანის ბუტარისი, თესალონიკში განთავსებული საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ბერძნული ეკლესიის სასულიერო პირები, ჩრდილოეთ საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის, განათლებისა და კულტურის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. გენერალური საკონსულო სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა. – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ მასალაში.
სახელმწიფო შესყიდვების საჯარო ინფორმაციით და ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფცია” მიერ მოწოდებული მასალებიდან კი ცნობილი ხდება რომ აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ დიდი თანხები დაუჯდა.
როგორც თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მომსახურების ხელშეკრულება N4 დან (თარიღი 22.05.2018) ვიგებთ გენერალურ საკონსულოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ოპერისა და პალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტებთან , სადაც აღნიშნულია რომ მომსახურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ანგარიშწორებით სამი საბანკო დღის ვადაში და სოლისტები: ივანე გულუაშვილი, გელა ჩახვაძე,ილია დათუაშვილი და გელა მოციქულაშვილი შესრულებული მომსახურეობისთვის, რაც გულისხმობდა საქართველოს და საბერძნეთის რესპუბლიკების სახელმწიფო ჰიმნების, ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების ,არიებს ქართული ოპერებიდან , და ქალაქური სიმღერების პოპურის შესრულებას სასტუმრო ,,მეტ ჰოტელში”,ჰონორარის სახით მიიღებდნენ 2000.00(ორიათას) ევროს.
აღსანიშნავია რომ, თესალონკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ რამდენიმე საათიან ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ანსამბლი „სულიკო“ იყო წარმოდგენილი და არა ოფიციალურად საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც ფიგურირებს ხელშეკრულებაში.
რაც შეეხება თავად ადგილს სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა ოფიციალური დოკუმენტაციიდან ვგებულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გენერალური საკონსულოს მეშვეობით სასტუმრო ,,მეტ ჰოტელს (THE MET HOTEL) ჯამში გადაუხადეს 3900 ევრო, საიდანაც 2300 ევრო წინასწარი გადახდით ჩაერიცხათ 24 აპრილამდე , ხოდა დანარჩენი 1600 ევრო შემდგომ პერიოდში. ამავე ღონისძიებისთვის საკონსულოს 22 მაისს , 340 ევროს ღირებულების ხორცეული, 400 ევროს ღირებულების სალათეულობა და 260 ევროს ღირებულების ცომეული შეუძენია – ჯამში 1000(ათასი) ევროს ღირებულების საკვები მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად. ჩვენთვის უცნობია ღონისძიებაზე გასამასპინძლებლად წარმოდგენილი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები და მოწვეული მომღერლების საქართველოდან მგზავრობის ხარჯები რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს, თუმცა ამის დაახლოებითი წარმოდგენა რთული არ უნდა იყოს.
ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით ცნობილია რომ საქართველოს ბიუჯეტს, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რამდენიმე საათიანი ღონისძიება მინიმუმ 6 900 ევროზე ანუ დაახლოებით 19 000 (ცხრამეტი ათას) ლარზე მეტი დაუჯდა.