„ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

0
1697

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორია ტილმან შპრეკელსენი. ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერა და შეისწავლა, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა.

ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით, ახალ პროზაულ ტექსტზე Frankfurter Allgemeine Zeitung-ისჟურნალისტმა, ტილმან შპრეკელსენმა იმუშავა. წიგნი გერმანულ გამომცემლობა Galiani Berlin-ში 2018 წელს გამოიცემა და წარდგენილი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წიგნის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ სხვა უცხოენოვან გამოცემათა შორის. პროექტს გერმანული გამომცემლობა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს.