დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი – ჩვენი საპატიო თანამემამულე, ათენის ვახტანგ მეესქვსის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი , ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი, ბრიუსელში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის და თბილისში ემიგრანტის სახლის დამფუძნებელი, არა ერთი ჯილდოს მფლობელი, ქართული ენის ამაგდარი და გამორჩეული მოღვაწე ქართულ დიასპორაში, წარმატებული ემიგრანტი ქალის წოდების ნომინანტი – ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძეა.
ქალბატონო დარეჯან,დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ჩვენი არაერთი თხოვნის შემდგომ ინტერვიუზე,როგორც ვიცით სულ ახლახანს საქართველოში მიიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, იაკობ გოგებაშვილის სახელობითი მედალი , რომელიც თქვენთვის პირველი არაა და არც უკანასკნელი, რას ნიშნავს ჯილდო თქვენთვის, როდესაც აღნიშნავენ თქვენს მრავალწლიან თავდაუზოგავ მოღვაწეობას ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის რომელსაც ეწევით უცხოეთში?
– მოგესალმებით, დიახ ეხლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მივიღე ძალიან საპატიო ჯილდო იაკობ გოგებაშვილის სახელობითი მედალი და საპატიო სიგელი. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო , ბატონ გარის ამისათვის,თუმცა 2007 წელს ბატონმა გარიმ სკოლა ოქროს მედლით დააჯილდოვა და ასევე მოგვეხმარა სასკოლო ბიბლიოთეკის შექმნაში. ეს ჯილდო უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, ვასწავლო აქ მყოფ ემიგრანტ ბავშვებს, ჩვენი ერის უძვირფასესი საგანძურის ქართული ენის ღირსება, საკუთარ ფესვებთან, მის კულტურასთან და ტრაციებთან კავშირი. თუმცა ჯილდო, ეს უბრალოდ შეფასებაა იმ თექვსმეტი წლის საკვირაო სკოლაში ჩემი მუშაობისა ,რომლის შესახებ 2000 წელს ჯერ კიდევ ათენში ქართული სათვისტომოს შეკრებაზე რომ გავახმოვანე. მაშინ მართლაც ღიმილის მომგვრელი იყო საკვირაო სკოლის დაარსება,მაგრამ ძალიან მოგვეხმარა მაშინდელი ელჩი საბერძნეთში ბატონი ზვიად ჭუმბურიძე. სწორედ სათვისტომოს წევრების და ბატონი ზვიადის არჩეული ხელმძღვანელი გახლავართ დღემდე. თექვსმეტი მანძილზე უამრავი ჯილდოები მივიღე საელჩოდან, დიასპორის სამინისტროდან ,ასევე გახლავართ ორგანიზაცია“მე დავბრუნდები“ წარმატებული ემიგრანტი ქალის ნომინანტი და ასე შემდგომ …
-ათენში თქვენი ხელმძღავნელობით ქართული ენის საკვირო სკოლამ მისი არსებობის მაძნილზე რამდენიმე ასეულ თვენს პატარა თანამემამულეს შეასწავლა ან არ დაავიწყა მშობლიური ენა … გთხოვთ მოგვითხოთ მის შესახებ
– სკოლა და სკოლის წარმატება ჩვენი უპირველესი მოვალეობაა,ჩემი ემიგრანტობის წლებში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი გახლავართ ,მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ საკვირაო სკოლა ჩემთვის უპირველესია,ბოლო ორი წლის მანძილზე უფროსკლასელებს ვასწავლით, დღესაც შემომრჩა ორი ბავშვი, რომელიც თორმეტი წელია ჩვენთან სწავლობენ. ათენში გახსნილია 50-ე სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები არის უამრავი სასწავლო ცენტრები , საკვირაო სკოლა სტაბილური ვერ იქნება ბავშვები მიდიან და მოდიან იზრდებიან მე მაინც ვცდილობ რამდენი ბავშვიც არ უნდა მოვიდეს სიყვარულით შევასწავლოთ ესოდენ საჭირო და აუცილებელი ჩვენი დედაენა. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა დიდი მისია აკისრია ემიგრაციაში ქართულ კერას. მინდა მადლობა გადავუხადო, ჩემს ყველა პედაგოგს, ,ვინც კი საკვირაო სკოლაში ამ „დიდ აკადემიაში“თავისი წვლილი შეიტანა.
თექვსმეთი წლის მანძილზე 350 ბავშვზე მეტს შევასწავლეთ ქართული წერა კითხვა. სკოლის გახსნის მეორე წელს ასოცი ბავშვი მოვიდა . მიხარია რომ ამ სკოლის ბავშვები დღეს კარგი ახალგაზრდები და ქართული ენის დამფასებლები არიან. სკოლას 12 პედაგოგი უძღვებოდა დასაწყისში ერთი დედაენით ქსეროასლებს ვიღებდით,,ყველა ხარჯები ჩვენი ჯიბით ფინანსდებოდა გვქონდა 48-ე გიმნაზიის სკოლის შენობა დათმობილი მთლიანად ,მაგრამ სკოლის დირექტორმა მხოლოდ ორი წლით დაგვიდო ხელშეკრულება, საბერძნეთის პანტელეიმონის ეკლესიის წინამძთვარი ძალიან დაგვეხმარა და ორო წლით დაგვითმო ალკვიადუს ქუჩაზე ფართი . ძალიან ბევრი ვიწვალეთ,მაგრამ სკოლა არამც და არამც არ დავთმეთ, მეტიც ყველაფერს ვაკეთებდით ქირა გადაგვეხადა და სკოლა შეგვენარჩუნებინა პატარა ემიგრანტებისათვის. სკოლაში შეიქმნა ვოკალური ანსამბლი „ნერგები“ქეთევან ხატიაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან დაგვეხმარა ქალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი ნუნუ ღურჭუმალიძე ,მან სკოლას 500 ევრო აჩუქა ქალბატონი ნუნუ დღესაც ჩვენი დიდი ქომაგია, ის დღესაც აგრძელებს სკოლის ხელშეწყობას ,მისი საჩუქარია პიანინო და ჟურნალიდან შემოწირული თანხა.ასეთი უანგარო ადამიანებია ჩვენს გვერდით. ბოლო სამი წელი ბატონმა ავთანდილ გიუნაშვილმა მთლად უსასყიდლოდ დაგვითმო კვირა დღე.ამჟამად სკოლა ვიქტორიაზეა და კვლავ გააგრძელებს მოსწავლეთა მიღებას. თამარ აფციაური დღემდე ამ სკოლის გვერდითაა თუკი პატარა ასაკის ბავშვები შემოვლენ. შესანიშნავად უძღვება სკოლას ახალგაზრდა პედაგოგი ლიკა ჯანელიძე თექვსმეტი წლის მანძილზე არაერთი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ ნაწილი წიგნშია შეტანილი,რომელიც 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვეცით, ეს გახლდათ „პედაგოგის მცირე სამეცნიერო კვლევები““ ბუნებისმეტყველების და გეოგრაფიის ინტეგრირებული სწავლება“ სწავლა და სწავლება“ჩატარებული გვაქვს პედაგოგთა ფორუმი სადაც განვიხილეთ რეპეტიტორთა სკოლის ფუნქციები. გამოვეცით გაზეთის ოთხი ნომერი ‘პატარა ემიგრანტები ,რომელსაც პედაგოგი ირმა ქავთარაძე რედაქტორობდა ეს პროექტების მცირე ჩამონათვალია.
–უცხოეთში ქართული ენის სწავლების საკითხზე თქვენი არაერთი რეკომენდაცია და მოსაზრება გაითვალისწინა წლების მანძილზე ქართულმა სახელმწიფომ სხვადასხვა ფორმატში, ასევე ცნობილია რომ თქვენ უკვე რამდენიმე წელია სისტემატიურად გიწვევთ სახელმწიფო თქვენი მოხსენების წარსადგენად დიასპორის ფორუმებზე , რას ფიქრობთ დღეს მიმდინარე რეფორმებზე რომელიც უცხოეთში ქართული ენის სწავლებაში იგეგმება?
– დიახ გამოცემული იყო ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომელიც მხოლოდ საიტზე არსებობდა .მე დავუკავშირდი რამდენიმე ქვეყნის ემიგრანტ პედაგოგს და ერთობლივად მოვითხოვეთ, რომ სახელმძღვანელოები მიგვეღო ბეჭდვითი პროდუქციის სახით. ეს მართლაც იქნა გათვალისწინებული. ასევე მივაწოდეთ რეკომენდაცია მოსწავლის სერთიფიცირებასთან დაკავშირებით და პედაგოგების გადამზადებისათვის, თუმცა ეს სიტუაციაც მომწიფებული იყო და ჩვენი რეკომენდაციები თავისთავად შესრულდა. რაც შეეხება დიასპორის ფორუმს ყოველთვის მაქვს დასწრების სურვილი. იქ მთელი საკვირაო სკოლის პედაგოგები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან და ხდება გამოცდილების გაზხიარება კითხვა პასუხები.ამჯერად მიმაჩნია რომ ჩემი პროექტი „ემიგრანტი ბავშვის კონსპექტი „ სწავლის სიახლეა ასევე დისტანციური სწავლების შემოღება ,სადაც გათვლილია მეცადინეობის ფუნქციების შესრულება, ბავშვისთვის ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს, ასევე ქართულ ენაში გვარის ამოღება ამარტივებს ენის გრამატიკას ,საკვირაო სკოლის მოსწავლისთვის სწავლესი ეს პროცესი რთულია. შედგენილია ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან გადმოგვეცემა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ავღნიშნავ დიასპორასათან ურთიერთობების დირექტორის რატი ბრეგაძეს განსაკუთრებულ ინტერესს უცხოეთში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის იმედის მომცემი და სასიხარულო ფაქტია.
– ქალბატონო დარეჯან, მთელი დიასპორული საზოგადოება უდიდეს პატივს გცემთ როგორც გამორჩეულ მოღვაწეს, რისი დასტურიც იყო მიმდინარე წელს ათენში თქვენს მიერ ორგანიზებული მართლაც ქართული ენის ზეიმი და მასზე უპრეცედენტო რაოდენობის საპატიო თანამემამულეების სტუმრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან …
–ყოველ წელს ფართო მასშტაბით აღვნიშნავთ დედაენის დღეს ანუ თექვსმეტჯერ აღინიშნა დედაენის დღე სკოლაში, განვახორციელეთ პროგრამა, ევროპის ქართული დიასპორების ფესტივალი წელს დედაენის ფესტივალი დავარქვით და ხუთი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ პოეტები ,ეს იყო მართლაც წარმატებული პროექტი, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენთან იყო მეორე იაკობ გოგებაშვილი, ბატონი საიდ მულიანი ფერეიდანიდან რომლის ფილმის პრეზენტაციას დიდი ემოციები მოჰყვა ასევე გერმანიიდან ინგლისიდან ბელგიიდან ეს ჩვენ შევძელით ასევე ვემზადებით უფრო დიდი პროექტისათვის, რომელსაც ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაციას მივუძღვნით ბრიუსელში მჯერა რომ ეს მართლაც დაუვიწყარი და ემოციით სავსე დღე იქნება. ვცდილობთ სიახლეები ჩვენვე შევქმნათ და არ ვიყოთ მიმბაძველები ჩვენ ჩვენი მოსაზრებებოთ უნდა ვიმუშავოთ და არა განმეორებებით. ამიტომაც სულ ახლის ძიებაში ვართ.
–თქვენი მოღვაწეობა საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებში საყოველთაო პატივისცემას იმსახურებს და სიყვარული რაც თქვენს მიმართ აქვთ ემიგრანტებს მართლაც თვალში საცემია და გამოგარჩევთ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან, ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ თქვენთან ნორმალური ადამიანი ყოველთვის გამონახავს საერთო ენას , შეძლებს დიალოგს … როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს გაჩნდეს მეტი დიალოგის და ურთიერთდაფასების გარემო უცხოეთშიც და საქართველოსიც?
–მე მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ვინც ასე ფიქრობს,მთელი ჩემი ემიგრანტული წლები რას არ ვფიქრობდი მომეგონებინა რომ არალეგალები არ დადეპორტებულიყვნენ შემოვიღე სახელობითი ბარათები ,სადაც ყველას თავისი სტატუსები ჩავუწერე .მე ყოველთვის ვფიქრობ რომ ორგანიზაცია უნდა ემსახურებოდეს ემიგრანტებს და არა ემიგრანტები ხელმძღვანელს , მზადა ვარ ყოველ წუთს ემიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად რა თქმა უნდა როგორც შემიძლია.ამიტომ ვცდილობ დიალოგი ვაწარმოვო და ამ პრინციპით ვიმუშავო . ჩემი ორგანიზაციის წევრები ყველა ძალიან მიყვარს ალბად ეს სიყვარულია რომ ურთიერთობებს აწესრიგებს ადამიანებმა უნდა ისწავლონ ურთიერთპატივისცემა და საკუთარი თავის მართვა, საკუთარ ინსტიქტებზე მაღლა დგომა, ბევრი უნდა იმუშავონ საკუთარ თავის გამოსასწორებლად და აგრეიის სამართვად , წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდნენ ასეთი აგრესიული ადამიანები საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში ვინაიდან საშიშია მრავალი მრივ , ასეთი პირებისგან არის სწორედ ხშირი შემთხვევები დაუფიქრებლად ხელის მოთბობას რომ ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს საზოგადოებას და მის სწორად განვითარებას.
– და ბოლოს რას ეტყოდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და რას უსურვებდით მათ.
–თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნის საზოგადოებრივად აქტიურ ემიგრანტ,ს ვიცნობ მათთან თბილი და საქმიანი ურთიერთობები მაქვს მინდა ყველა ემიგრანტს თავიანი მისიის თუ იმ პროგრამის შესრულება ვუსურვო ,რისთვისაც ემიგრაციაში არიან, იმისათვის რომ მათთან ურთიერთობა გაადვილდეს და წვდომა გვქონდეს მათ პრობლემებთან უნდა გაერთიანდნენ ორგანიზაციებში, რათა შექმნან გათლებული, ინტელექტუალური ქართველი ემიგრანტის იმიჯი ადგილსამყოფელ ქვეყნებში, ეს ჩემი დიდი სურვილია, ბოლოს კი სადაც კარგად იქნებიან , ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს.
-დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის…
ესაუბრა მარიამ ომანაძე.