სად იყავით მაშინ როცა ემიგრანტებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებოდათ ? -ირაკლი ღლონტი პოლიტიკოსებს მიმართავს

0
2699

  ირაკლი ღლონტი პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს ემიგრანტები და ქარტული დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსოვდეთ  მისი განცხადებით: ,, ემიგრანტების წინასაარჩევნოდ გახსენება, ისეთივე ამორალობა და უზნეობაა, როგორც ბევრი რამ, რომელსაც ე.წ. პოლიტიკოსები ტრადიციულად სთავაზობს ჩვენს ხალხს.
ემიგრანტებს მაშინ სჭირდებოდა თქვენი მხარდაჭერა და თქვენგან ყურადღება:
1. როცა პრაქტიკულად ყველა საელჩო თუ საკონსულო მათთვის იყო გადაკეტილი;
2. როცა ელემენტარულად პასპორტებშიც კი დისკრიმინაციულად და ცინიკურად ვახდევინებდით ბევრად მეტს ვიდრე ის ადგილზე ღირს;
3. მაშინ იყავით საჭირო, როცა მათ სიმწრით, რისკებით და ტკივილებით გამომუშავებულ ნაგროვ ფულს თქვენივე მეგობარი ,,სამშენებლო კომპანიები’’ სხვადასხვა მაქინაციური გზით სძალავდა და ერთად იყოფდით ხოლმე;
4. მაშინ იყავით საჭირო, როცა ემიგრანტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მათხოვრული 650 000 ლარის კანონზომიერებაზე და მიზანშეწონილობაზე ვხმაურობდით ადამიანები და ხმა არ ამოგიღიათ;
5. და ბოლოს მაშინ იყავით საჭირო, როცა ტკივილებით, სევდით, მონატრებით გულგახეთქილი, გარდაცვლილი ემიგრანტის ნეშტის გადმოსვენება პრობლემა იქმნებოდა და ყველანი იყავით ჩუმად ! – აცხადებს ირაკლი ღლონტი საკუთარ მიმართვაში.