თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით იტალიას ეწვევა.

0
1885

13-20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი,ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იტალიაში გასტროლებს გამართავს. ქალაქ კალიარიში საბალეტო დასი მაყურებელს „გედების ტბას“ წარუდგენს. Teatro Lirico di Cagliari-ში შვიდი სპექტაკლი გაიმართება, რომელშიც Teatro Lirico di Cagliari-ის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლებს დავით მუქერია უდირიჟორებს. საბალეტო დასის გასტროლი იტალიაში ATER-ის (Associazione Teatrale Emilia Romagna) ორგანიზებით იმართება.