ნინა რურუას ახალი ინიციატივა და მიმართვა იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი

0
6097

ასოციასია A.I.S. – ის ხელმძღვანელი ნინა რურუას ახალი ინიციატივა და მიმართვა იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს გახდა ცნობილი რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

როგორც უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, კვირას, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესშია და ჯერ კიდევ, ქვეყანა, უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ფაქტია, რომ დემოკრატიისკენ მივისწრაფვით და ვცდილობთ ეკონომიკურად მყარი და ძლიერი ქვეყნა შევქმნათ.
იტალიის სახელმწიფოში მყოფ ქართველებს, მოვუწოდებთ, გამოხატონ ნება და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი ემიგრაციაშიც მოიხადონ.
თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ჩვენი არჩევანი და აქტიურობა პატრიოტიზმის და სამშობლოს სიყვარულის კიდევ ერთი დასტური იქნება. მიუხედავად ემიგრანტული, რთული ცხოვრებისა, ჩვენ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, ჩვენთვის სასურველ კანდიდას მივცეთ, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და გაიარონ რეგისტრაცია, რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღონ.
ვინაიდან ჩვენი სამუშაო გრაფიკი არ გახლავთ თავისუფალი და ბევრ ჩვენგანს პირობები ბარიერებს გვიქმნის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ონლაინ რეგისტრაციით შეუძლიათ.
მსურველებს, შეუძლიათ მობრძანდნენ, ჩვენს ოფისში (უმბერტოს სახელობისმოედანი; I; N49; II სართული; სერვის მომსახურების ცენტრი “A.I.S“) სადაც ონლაინ რეგისტრაციაში დავეხმარებით.
ჩვენი ასოციაცია ორგანიზებას გაუწევს არჩევნებში მონაწილების მსურველებს და უზრუნველყობს მათ ტრანსპორირებას საარჩევნო უბანზე.
მე მივდივარ არჩევნებზე! შენ?
Bari piazza Umberto 49
2^სართული
Centro Servizi e Formazione
ან დაგვიკავშირდით ნომრებზე
3288977708 ნინა
‭349 1805032‬ ხათუნა