კვლევით დადგინდა რომ გერმანია და თურქეთი ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის განათლების მისაღები ქვეყნებია

0
2063

ქართველი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით, ყველაზე ხშირად, გერმანიაში მიდიან – ასეთია IPM-კვლევების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კვლევიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და მსგავსი გეგმები არც აქვს. გარდა ამისა, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც დაასახელეს. ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი ფინანსური პრობლემებია (16%), ასევე უცხო ენის არასაკმარისი ცოდნა (11%) და შერჩეულ ქვეყანაში არსებული რეგულაციები, როგორიცაა ვიზა და ა.შ. (10%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).