საბერძნეთში მიკრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და მთლიანად დაიწვა. პოლიციის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით დაიღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, გაზეთი „კატიმერინის“ ინფორმაციით ადგილზე 11 ადამიანია დაღუპული, რომელთა წარმომშობი ქვეყანაც ჯერ -ჯერობით არ დასახელებულა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ძლიერი შეჯახების გამო ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მიკროავტობუსიდან 11-მა ადამიანმა ვერ მოახერხა თავის დაღწევა, მძღოლმა კი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა ბოლო მომენტში შეძლო გადახტომა. წინასწარი ვერსიით მაღალი სიჩქარის გამო საჭე მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ძლიერი ხანძრის გამო პოლიცია გარდაცვლილების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს