პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ანდრიაძის ხედვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიწოდებული მასალებზე დაყრდნობით .
პოლიტიკურად დაპირისპირებული ქართული საზოგადოების გაერთიანება და საკაცობრიო ზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა.
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება. (40 ათასზე მეტი) უკანონოდ გაცემული საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. ქართული ორიენტაციის მქონე ჩვენი ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებისათვის (მათ შორის ლაზებისა და ხალიბების) მოქალაქეობის მიცემა და მათი დაფინანსებით საქართველოს განვითარების ფონდის შექმნა. აღიშნული ფონდის საშუალებით სოციალური პროექტების განხორციელება.
აფხაზებთან და ოსებთან სახალხო დიპლომატიის გზით საუბარი-დაახლოება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. პროფესიული არმიის ჩამოყალიბება. საყოველთაო სარეზერვო სამსახურის შექმნა.
სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის დასაქმების პროგრამების შემუშავება. ახალგაზრდული ოჯახების შექმნის ხელშეწყობაში პროექტების განხორციელება.
ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია და მისი პრევენციისათვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება. ნარკომანიის აღმოფხვრა.
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისათვის უფასო სპორტული წრეების შექმნა.
წვრილი და საშუალო მემეწარმეების პროდუქციის საზვარგარეთ გატანის ხელშეწყობა. ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების რეალიზაციის ხელშეწყობა.
ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღებაზე ზრუნვა. სურსათის უვნებლობის მონიტორინგი.
მოქალაქეთა პრობლემური ვალების გასტუმრება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან აღებული სახელმწიფო სესხის ხარჯზე.