კანადაში საქართველოს საელჩოს განცხადება

0
1889

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, მ/წლის 21 ოქტომბერს, საელჩო, ტორონტოს ქართული სათვისტომოს ასოციაციასთან ერთად, ტორონტოში ატარებს ქართული კულტურის საღამოს, რომელსაც კანადაში მცხოვრები
ქართველები და ტორონტოს სხვადასხვა ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები დაესწრებიან. საღამოს ფარგლებში გაიმართება ტორონტოს ქართულ საკვირაო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლის „ივერიონი“ კონცერტი, გამოფენა საქართველოს შესახებ და
ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია- ნათქვამია კანადაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.