საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის, №330 დადგენილება,არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი ემიგრანტების ოჯახების ტრაგედიას წლების მანძილზე დამატებული საზრუნავი მოუხსნა. ამ დადგენილებამდე წლების მანძილზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეხვდებოდით კვირიდან კვირობამდე სახელდახელოდ შექმნილი სამოწყალო და უპატრონოდ მიტოვებული გარდაცვლილი ემიგრანტების ახლობლებს და დამტირებლებს, რომელთა მთავარი საზრუნი და პირველი სატირალი უცხოეთში გარდაცვლილი ახლობლის ცხედრის მშობლიურ მიწას მიბარება ქცეულიყო.
2016 წლის თებერვლის პირველ დღეებში ათენში, გარდავლილი ახალგაზრდა ქალბატონის ე.ვ-ს გარდაცვალება და მისი საზოგადოების მიერ შეგროვილი თანხებით გადასვენების საკითხი შეიძლება ითქვას გახდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებულ იქნა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხის გადაჭრა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,სახელმწიფოს ღირსების საკითხი” უწოდა.
მის მიერვე გაკეთებული განცხადაბა 2016 წლის 19 თებერვალს კარგად აღწერს იმ საშინელ მდგომარეობას რომელიც ემიგრაციას ქონდა აღნიშნული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე: „მათი ახლობლები მოგვმართავენ ხოლმე, თუ ვინმე ნაცნობს ან კონტაქტს მონახავენ მთავრობაში. ამ შემთხვევაში ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და შემდეგ გადმოსვენების საკითხს მთავრობის სხდომაზე ვიხილავთ. ასევე პრობლემაა ის, რომ ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა,სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი უცხოეთში თვეობით ინახება. მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო, არამედ ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ“, – პრემიერ-მინისტრმა.
ამ განცხადებიდან და შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე დაიწყო საკანონმდებლო ბაზის მომზადება და უკვე 2016 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილება №330 ,, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე” იქნა დამტკიცებული, რომელმაც განსაზღვრა და დაარეგულირა ის უმწვავესი პრობლემური საკითხი, რომელიც წლების მანძილზე ემიგრაციის სიმძიმეს კიდევ უფრო აუტანელს და მძაფრს ხდიდა – საბოლოოდ დაასრულა უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში ლუკმა-პურის მოსაპოვებლად წასული საქართველოს მოქალაქეების დამამაცირებელი თხოვნა თითო ცენტის მოსაგროვებლად. დაასრულა ხელგაშვერილი, ცრელმშემშრალი ემიგრანტების თვეობით ლოდინი ფულის მოგროვებამდე მშობლიურ მიწას მიბარებოდნენ მათი ახლობლებლები, ხოლო საქართველოში ისედაც მარჩენალს გარეშე დარჩენილი არაერთი და ორი, არამედ უამრავი ემიგრანტის ოჯახი, ახალ დამატებით ვალებს და მის წლობით ხდას, რომელსაც 2016 წლამდე არც ერთი მთავრობა სოლიდარობას არ უცხადებდა და არ ცვლიდა გადაწყვეტილებას ემიგრანტების სასარგებლოდ.
ავთანდილ გიუნაშვილი.