საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციისა და ეთიკის ქარტიის და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, მედიამკვლევარს ემიგრაციის საკითხებში – ნინო ცხოიძე ემიგრანტებში ხელოვნურად გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაციის საპასუხოდ აცხადებს რომ:,, გავიგე ემიგრანტებისთვის უთქვამთ და მათაც გაუმეორებით (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა!) სალომე ზურაბიშვილს იმიტომ არ მივეცით ხმა, რომ ,თურმე, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, არალეგალებს 2 ათას ევროიანი ჯარიმით დეპორტს გვიპირებსო! ვის ტვინში დაიბადებოდა ეს სისულელე,რომ ემიგრანტები გადაებირებინათ, ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა!!!
ზოგ ემიგრანტს ისიც არ სცოდნია, სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციაში რომ დაიბადა და ქართულ პოლიტიკაში წინაპრების ოცნების შესარულებლად დაბრუნდა. აბა, ის საიდან ეცოდინებათ, მიშა სააკაშვილმა, თავისი სურვილით რომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და მისივე მიღებული წესების თანახმად, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, როგორც სხვა ემიგრანტებს დააკარგვინა, და ივანიშვილს დააბრალა. თვითონ კი სალომე ზურაბიშვილს 2003 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებაც არ მისცა. ხოლო სალომეს მამამ, ლევან ზურაბიშვილმა სიკვდილამდე არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და ქართველ ლტოლვილად დარჩა ბოლომდე. საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილიც, 18 წლამდე ქართველი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა, (6 წლამდე ფრანგულიც არ იცოდა) და მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. 36 წლის ასაკში,დედასთან და შვილებთან ერთად, პირველად ნახა საოცნებო სამშობლო, რადგან აქ ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. ყველაფერს თავისით მიაღწია (ვაშაძისგან განსხვავებით) და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, საფრანგეთის ელჩად ჩამოვიდა საცხოვრებლად საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა სააკაშვილმა მისთვის შემოიღო, (ოღონდ ეს არ იყო კანონი, რამაც ბევრი ემიგრანტი შეიყვანა შეცდომაში და საკუთარი მოქალაქეობა დააკარგვინა), რომ საფრანგეთის პრეზიდენტისადმი თხოვნის საფუძველზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაენიშნა. თუმცა, როგორც კი მისი პოზიცია არ მოეწინა, მაშინვე გადააყენა!!!
ბევრმა ისიც არ იცის, რომ 2010 წელს რეადმისიაზე ხელმოწერის საფუძველზე უამრავი ემიგრანტი გამოადეპორტეს. ხოლოს ის,რითიც ახლა ემუქრებიან ემიგრანტებს, სალომე ზურაბიშვილთან არანაირ კავშირში არაა. აქამდე ნაციონალები ტრაბახობდნენ, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი წამოწყებულიაო და სწორედ ამ პროცედურის ფარგლებშია მოსალოდნელი, ბოლო 1 წლის განმავლობაში წასული ემიგრანტების ჯარიმა,რასაც ყოველ დღე აფრთხილებენ ქართული ტელევიზიებით… ეს არის რეალობა და ახლა ვისაც გინდათ, იმას დაუჯერეთ!.. –აცხადებს მედიაქსპერტი ემიგრაციის საკითხებში და ემიგრანტებს დეზინფორმაციისგან თავდაცვისკენ მოუწოდებს.