შსს-მ საქართველოში გაუპატიურებების შესახებ განცხადება გაავრცელა და სტატისტიკა გამოაქვეყნა

0
1315

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს.

ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38 ფაქტით (80.85%-ით) მეტია. წელს შსს-მ გაუპატიურების 85 შემთხვევიდან მხოლოდ 29 საქმე გახსნა, ხოლო წინა წელს 47-დან – 12.

გარდა ამისა, 7.3%-ით (+17 შემთხვევა) არის გაზრდილი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული. კერძოდ, 2018 წლის პირველ ათ თვეში, “სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის” ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის და გარყვნილი ქმედების 250 შემთხვევა დარეგისტრირდა, წინა წლის იმავე პერიოდში – 233.