ინტერვიუ საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან

0
1615

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის  პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლიკა ჯანელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ მცირე პერიოდში უკვე რამდენიმე კულტურული სახის პროექტი განახორციელა და მომდევნო წელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ჩვენი სამშობლოს კულტურის წარმოსაჩენად …

– როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი , თქვენი როგორც ახალგაზრდა ელჩის მუშაობა საბერძნეთში საქართველოს კულტურის გაცნობას და მის პოპულარიზაციას ემსახურება. თქვენ როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში რა საერთოს ხედავთ ბერძნულ-ქართულ კულტურებს შორის , რაც ასე ვთქვათ დაგეხმარებათ თქვენი მისიის მიზნების მიღწევაში ?

– მოგეხსენებათ რომ, კულტურა არის ადამიანისა და საზოგადოების ფორმათა ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და გამოხატავს ადამიანის სოციალიზაციისა და საზოგადოების ჰუმანიზაციის დონეს.

რაც შეეხება საქართველოს და საბერზნეთის კულტურულ ურთიერთობას ის ანტიკურ ხანასთან არის დაკავშირებული და ასე ვთქვათ თავისებური ხასიათი გააჩნია. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე , ყველამ ვიცით რომ , ის ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში იწყება და ინტენსიურად გრძელდება არაერთი საუკუნის მანძილზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საბერძნეთ-საქართველოს ურთიერთობაში იყო ძველი კოლხეთი, რომელმაც ბერძენ ავტორთა ყურადღება მიიპყრო , რის სამაგალითოდ არგონავტების შესახებ უძველესი ჩანაწერებიც საკმარისია.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ასევე შეუძლებელია არ გავიხსენოთ პრომეთეც, რომელმაც მოპარა ღმერთებს ცეცხლი და მისცა ადამიანებს იყო დასჯილი ზევსის მიერ და დასჯა სწორედ კავკასიის მთებზე მიჯავით გამოიხატა.

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა – კოლხეთის აკადემია. ფაზისის, ახლანდელი ფოთის მახლობლად მე-3 – 6 საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი. მასზე დღემდე შემორჩენილია ერთადერთი პირდაპირი ცნობა ბერძენი ფილოსოფოსის – თემისტიოსის მიერ (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 317-388 წლებში). მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ თემისტიოსის მამას, ევგენიოსს, და თვით თემისტიოსსაც ამ სასწავლებელში რიტორიკული განათლება მიუღიათ. თემისტიოსი ხაზს უსვამს, რომ კოლხეთი უაღრესად კულტურული ქვეყანაა და იგი მეცნიერებისა და ხელოვნების მუზების ტაძარს წარმოადგენს. თემისტიოსი აღნიშნულ წერილში არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას ბრძენსა და სათნოს უწოდებს. კოლხეთს თემისტიოსი იმ დროის მსოფლიოში კულტურულად ყველაზე დაწინაურებულ ელადას ადარებს. იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალიზებული რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭევრმეტყველება და ასეთი თავად ბერძნების მიერ ჩვენი კულტურის სიმაღლის აღიარებს არაერთი ფაქტი გვხდება ისტორიის მანძილზე.

ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებს შორის , ისტორიულ პერიოდიზაციას თვალს თუ გადავავლებთ საერთო საკმაოდ ბევრია.

იოანე მთაწმინდელი – ათონის მთის ქართული კერის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. გიორგი ათონელი, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელმაც სხვათაშორის ბიზანტიური მწერლობის არაერთი იმუში თარგმნა ქართულად და ასეშემდგომ და ასე შემდგომ.

სხვათაშორის შეიძლება ბევრმა არც იცოდეს რომ ქართულ ბერძნული კულტურული ურთიერთობები აქტიური იყო მეოცე საუკუნეშიც, ლეგენდარულ ბერძენ მწერალს ნიკოს კაზანძაკისს განსაკუთრებული სიახლოვე ქონდა საქართველოსთან .

მას აქვს რომანი “ტოდა_რაბა”, რომელშიც აღწერს ქართულ ლხინს, უწოდებს მას დიონისურს კერძოდ, წერს რომ : “ამ დიონისურ გარემოში პირველად ვნახე გრიგოლ რობაქიძე. ახლა იგი წარმოდგენილი მყავს, ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი… გრიგოლი შეზრდილია მითოსის მქმნელ ძალთა არეში რასებისა და ხალხებისა. იგი ცდილობს გახსნას პირველი საიდუმლოებანი, რომელნიც ათას წელთა განმავლობაში საერთოდ ხელუხლებელი იყვნენ, ან მხოლოდ ზერელედ ხელნახლები და გამოაქვს დღის სინათლეზე დასაბამის სიბრძნე, რომელიც გადმოცემულია ზეპიროვნული მეხსიერებით. იგი საქართველოს ათი ათას წლებში გადასულ და დაკარგულ “ატლანტიდაში” ეძებს.

-მართლაც ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ამის ფონზე თქვენი აზრით როგორ უნდა განახლდეს და კიდევ უფრო ინტენსიური როგორ უნდა გახდეს ყველა ის საერთო კულტურული ბმა რაც უკვე არსებობდა და რაც თქვენი ახალგაზრდა ელჩობის საწყის ეტაპზე უკვე ახლოდან დაინახეთ?

ვფიქრობ პირველ რიგში აუცილებელია ,ორივე ქვეყნის კულტურული ,ტრადიციების და საერთო ხასიათის ცოდნა და ამის შემდეგ ,გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის და შემდეგ უკვე ერთობლივი პროექტების დაწყება . აღნიშნული პროექტიც ვგულისხმობ ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი», ამას ითვალისწინებს ორი ქვეყნის დამეგობრებას და კულტურის, სპორტის და განათლების საკითხებში პროექტების განხორციელებას, უცხოელ სამეგობრო წრის გაფართოებას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასევე გასათვალისწინებელია რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოპულარიზაციას ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც, ვფიქრობ ჩემი როგორც ახალგაზრდა ელჩის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მოხერხდება ადგილობრივი ქართული დიასპორის ჩართულობაც , რომელიც მიუხედავად იმისა რომ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებშია, მაინც ახერხებენ საერთო სახელმწიფოებრივი იდეების გარშემო გაერთიანებას და მე პირადად ამ პროექტის დაწყების პირველ დღეებშივე ამ ნიშნებს უკვე ვხედავ, ვინაიდან ჩვენ გვიწევს ვატაროთ ჩვენი ქვეყნის სახელი უცხო ქვეყანაში, ეს ერთდროულად ნიშნავს პატივს , მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობასაც , ხოლო ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარდგენა და მისი კუთვნილი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო და ამ შემთხვევაში ადგილსამყოფელ ქვეყნებში არის ჩვენი საერთო ევროპული პერსპექტივის საკითხი და ვფიქრობ მაქსიმალური ერთობლივი ძალისხმევა და კონსოლიდაციაა საჭირო, რისთვისაც მე პირადად მზად ვარ და ამ მხრივ უკვე რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგით. ვფიქრობ საბერძნეთსა და საქართველოს განსაკუთრებული და მე ვიტყოდი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა შეუძლიათ განათლების მიმართულებით და ამ მხრივ საბერძნეთი მე ვფიქრობ საკმარისად ღიაა თანამშრომლობისათვის, რაც არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადრების მიღმა და განსაკუთრებული აქტიურობა უნდა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების სასარგებლოდ.

– თქვენ როგორც ახალგაზრდა ელჩი და როგორც ახალგაზრდა რა სახის აქტუალურ პრობლებურ საკითხებს ხედავთ საბერძნეთში მყოფი მოსწავლეების და ახალგაზრდებისთვის რაც გამოარჩევს მათ სხვა ახალგაზრდებისგან ?

ჩემი აზრით ამ მხრივ მართლაც არის პრობლემები და ეს არის დაკავშირებული მათი ერთი ნაწილის ბერძნულ გარემოსთან რეინტეგრაციასთან, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ იმ დონის რეინტეგრაციას რომ ახლობელები იყვნენ ადგილსამყოფელ გარემოსთან და ხშირია ამ მხრივ პრობლემები , მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ერთ-ერთ ინტერკულტურულ სკოლასი არსებული პრობლემები, ხოლო მეორე ნაწილისთვის პრობლემა მე ვფიქრობ ასევე რეინტეგრაციასთან არის დაკავშირებული და ამ პროცესში მათი ეროვნული იდენტობის სრული გაქრობის მცდელობა, არიან ახალგაზრდები რომლებიც ბერზნულ გარემოსთან თავსებადობის გამო სრულიად შორდებიან ეროვნულ თვითმყოფადობის მახასიათებლებს და ცდილობენ სრულ არა ინტეგრაციას არამედ მე ვიტყოდი ასიმილირებას და ვთვლი რომ ესეც პრობლემური საკითხია და მიმაჩნია რომ ამ მხრივ მეტია სამუშაო.

– თქვენი აზრით რა სახის აქტივობა და ჩართულობა შეიძლება განახორციელონ ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებში შრომითმა მიგრანტებმა, რაში ხედავთ მათ როლს ამ ურთიერთობებში?

ქართველი შრომითი მიგრანტები, რომლებიც მეოცე საუკუნის 90 იანი წლებიდან იმყოფებიან საბერძნეთში ვფიქრობ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის დიდი რესურსი სხვადასხვა მიმართულებით და განსაკუთრებით სწორედ სახალხო დიპლომატიის მხრივ, მათ აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა და მათგან წამოსული იდეები, ინიციატივები და ხედვები ძალიან ხშირად პრაქტიკული და აუცილებლად განსახორციელებელია. მე პირადად სიამოვნებით მოვუსმენდი მათ თუკი ამის სურვილი ექნებდათ და ვეცდებოდი მათი ხედვები განხორციელებულიყო რამდენად ეს შესაძლებელი იქნება.

 -დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.