იტალიაში მოკლულ თამარ მოდებაძის მკვლელობაში შესაძლო ეჭვმიტანილს ორი ადვოკატი დაიცავს -ემიგრანტებს კი საკუთარი მოსაზრება აქვთ

0
3500

ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ეჭვმიტანილი შეიძლება გახდეს საქართველოშია მას , ახლა ორი ადვოკატი იცავს. ნეაპოლიდან სამშობლოში  თამარ მოდებაძის სიკვდილის დღეს დაბრუნებული  ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა.

ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დრომდე ნეაპოლის პროზექტურაშია დასვენებული. მხატვრის და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ფულის გამო მოკლეს. თამარ მოდებაძე, რომლის ნახატებიც რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ფულს ბანკში არ ინახავდა და თან დაჰქონდა, საბედისწერო დღეს. სავარაუდოდ, მას მთელი დანაზოგი ჩანთაში ედო. ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ქართველი ემიგრანტი მხატვარი ქართველმა ემიგრანტმავე მოკლა.