დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ოდენსეში, ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა ჰანს კრისტიან ანდერსენის ილუსტრირებული ზღაპრების კრებული ქართულ ენაზე.
ახალი ქართული გამოცემა მუზეუმის ბიბლიოთეკაში 140 სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ზღაპრების კოლექციას შეემატება.
აღსანიშნავია, რომ 6 დეკემბერს დანიის ქალაქ ოდენსეში ჰანს კრისტიან ანდერსენისათვის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების 150 წლისთავი აღინიშნებოდა.