13-19 დეკემბერს ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაში ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა იქნება წარმოდგენილი

0
1222

2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა. გამოფენის სახელწოდებაა  „სახლში, სამშობლოდან შორს“ და მასზე ძირითადად წარმოდგენილია ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების პორტრეტები. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად მხატვარი წარუდგინა, რომელმაც თავისი შემოქმედებისა და კონკრეტულად ამ გამოფენის შესახებ ისაუბრა. ანა ფიგურატიული მხატვარია. მხატვრის ღრმა დაინტერესება ფსიქოლოგიის სფეროთი განსაკუთრებით ვლინდება მის პორტრეტულ ნამუშევრებში, სადაც არტისტს მთავარი ყურადღება მოდელების ინდივიდუალიზმის ასახვაზე აქვს გადატანილი. ანა კანდელაკის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, აშშ-სა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. გამოფენა ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით გაიმართა. ანას ნამუშევრები საქართველოს საელჩოში გამოფენილი იქნება 19 დეკემბრამდე და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.