საბერძნეთში აღმოჩენილი უნიკალური სიმდიდრის მფლობელი ქართველი

0
6912

DIASPORA.GE -ს მორიგი აღმოჩენა  საბერძნეში ცხოვრობს, ის რუბრიკა “ხელოვანები”-ს სტუმარი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი გიო პრიგუნაა,რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში.
ჩვენ მას რამოდენიმე კითხვით გავესაუბრეთ
გიო შენ ხარ მხატვარი, ხელოვანი თან ამბობენ რომ კარგი მხატვარიაო) მიამბე შენი სამხატვრო საქმინობის შესახებ
– მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით) რაც შემეხება მე დავამთავრე სამხატვრო აკადემია და შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი თუმცა პირველმა ანუ მხატვრობამ გადაწონა ჩემი ინტერესები და აქტიურად დავიწყე სამხატვრო საქმიანობა.
მოგეხსენებათ 90-ანი წლების საქართველო უძრაობის ხანა იყო ამიტომ გადავწყვიტე საქართველოდან წავსულიყავი და როგორც პროფესიონალი მხატვარი ჩემი თავი და ადგილი მეპოვა ამ სამყაროში პროფესიული გაზრდა მინდოდა ასე აღმოვჩნდი საბერძნეთში რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ვაკეთებ იმ საქმეს რაც მიყვარს და ვარ ბედნიერი
-ახსენე,რომ ფსიქოლოგიც ხარ .საინტერესოა თუ იყენებ ხოლმე ხატვის დროს შენს მეორე პროფესიას
საკმაოდ საინტერესო სფეროა ზოგადად ფსიქოლოგია ჩემთვის და შესაბამისად ვიყენებ რათქმაუნდა. ხშირად არა მაგრამ გააჩნია რა თემატიკის ნახატზე ვმუშაობ კი მეხმარება ფსიქოლოგიის ცოდნა.
 – გიო მე როგორც ვიცი არა ერთ საერთაშორისო გამოფენაზე გაქვს მიღებული მონაწილეობა
კი ხშირად ვიღებ მსგავს გამოფენებში მონაწილეობას ეს ერთგვარი გამოცდილებაა ჩემთვის და პლიუს ხელს მიწყობს ამ სფეროში ცნობადობის ამაღლებაში. სამჯერ მივოღე მონაწილეობა საბერძნეთში, ორჯერ ტორინოში (იტალია) ახალგაზრდა ხელოვანების საერთაშორისო ფესტივალზე სადაც პირველი ადგილი ავიღე.
ამჟამად რას საქმიანობ რით ხარ დაკავებული რაიმე ახალ პროექტზე თუ მუშაობ ამ ეტაპზე ტაიმ აუტი მაქვს,ვიკრეფ ახალ ძალებს და ახლო მომავალში,ვწყებ აქტიურად მუშაობას,მაქვს უამრავი შეკვეთები სხვადასხვა პროექტებიდან გალერიებიდან კერძო კომპანიებიდან,მოკლეთ საინტერესო და დატვირთული სეზონი მელოდება წინ…
თუ თანამშრომლობთ რომელიმე საგამოფენო დარბაზთან საბერძნეთში ან მის გარეთ
– ამ ეტაპზე საბერძნეთს დავჯერდები)))კი რათქმაუნდა მაქვს თანამშრომლობა სამხატვრო გალერეასთან ,ამსგარდა ჩემი ნახატები საბერძნეთის მაშშტაბით თითქმის 26 სამხატვრო საგამოფენო დარბაზებში იფინება და იყიდება
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი
ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება იგეგება ბევრი საინტერესო ნამუშევრების შექმნა გამოფენები და შემეცნებითი ფორმატის პროექტებში მონაწილეობის მიღება ვნახოთ წინ ბევრი საინტერესო ამბები გველოდება))
დიდი მადლობა გიო და წარმატებები მინდა გისურვო
– თქვენც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მინდა შობა ახალი წელი მივულოცო საქართველოს .