დღეს საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა რომ : „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება. მთავრობის მიზანია სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იქნება ჩართული იმ ცალკეული სოციალური საკითხების გადაჭრის პროცესში, რომლებიც ქართულ დიასპორას აწუხებს.
მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება იმისკენ, რომ განხორციელდეს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე ხელი უნდა შეეწყოს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას.
მინისტრმა იმ ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც უწყებაში ხორციელდება.