ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პედრო სანჩესის პარტია ლიდერობს

0
961

ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ზე მეტს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება.

ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპის პარლამენტის არჩევნების დიდი გამარჯვებული გახდა, მისმა სოციალისტურმა  პარტიამ ესპანელების ხმების უმრავლესობა მიიღო, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მანდატი ეყოლება და მეტი გავლენა ექნება  ევროპარლამენტში.