მატეო სალვინი :”მჯერა, რომ ევროპარლამენტში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება“

0
1006

რამოდენიმე დღის წინ მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე მატეო სალვინიმ განაცხადა  რომ ის ევროპარლამენტში 150-კაციანი ჯგუფის შექმნას შეძლებს. მე უკვე ვესაუბრე მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანს, ნაიჯელ ფარაჯს. მჯერა, რომ ევროპარლამენტში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება“, – განაცხადა სალვინიმ.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალვინის „ულტრამემარჯვენე პარტიამ“ იტალიაში გაიმარჯვა. საფრანგეთში პირველ ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის „ნაციონალური გაერთიანება”, ხოლო უნგრეთში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ფიდესმა“ მიიღო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც,  რომ წინასწარი შედეგების მიხედვით ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი ორი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებენ.  იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერის მატეო სალვინი განცხადება საკმაოდ რეალური ჩანს.