“მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას”დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელინსკის უკრაინის ახლად არჩეული პრაზიდენტის გადაწყვეტილებას:
22 მაისს მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი “უკანონოს” უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას. სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამარაშორისო სამართლით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: