ექსპერტის მოსაზრება:დრომ აჩვენა,რომ კულტურის სამინისტროს მსგავსად ასევე შეცდომა იყო და არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაც

0
1035

როგორც რამდენიმე დრის წინ გახდა ცნობილი განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. როგორც ცნობილია კულტურის სამინისტროს ცალკე სახელმწიფო უწყებად არსებობას კულტურის მოღვაწეები  აქტიურად უჭერდნენ მხარს და მის კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებას ითხოვდენ, რასაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება მოყვა.

აღნიშნულ ფაქტს არაერთი დადებითი შეფასება მოყვა საექსპერტო და საზოგადებრივ წრეებში, მათ შორის ემიგრანტების მრიდანაც, სადაც მუდმივად არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა ასევე დადებითად გადაწყვეტს ქართული დიასპორის და მიგრაციის საკითხებზე მიზნობრივად მოქმედი, ეფექტური სახელმწიფო უწყების ჩამოყალიბების საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ქართული დიასპორის და მიგრაციის საკითხებში ექსპერტ- ანალიტიკოსს ბ-ნ ზაალ სარაჯიშვილს:

,,როგორც ჩანს დრომ აჩვენა, რომ კულტური სამინისტროს გაუქმება იყო შეცდომა, ასევე შეცდომა იყო და არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაც, რადგანაც წარმოუდგენელია რამოდენიმე მილიონის მქონე ქართული დიასპორასთან ურთიერთობა საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების რიგითი დეპარტამენტების დონეზე იყოს დასული-აცხადებს ქართული დიასპორის და მიგრაციის საკითხების ექსპერტი ზაალ სარაჯიშვილი ,მისი მოსაზრებით ქარტული დიასპორის ჩარტულობის კუთხით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის დროა და მიიჩნევს რომ :,,- მიმაჩნია, რომ ქართული დიასპორას აუცილებელია ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში, როგორც ეს არის ისრაელსა და სომხეთში, რამეთუ ამ ქვენებში კარგად იციან საკუთარი დიასპორების ფასი სახელმწიფოს განვითარების საქმეში. საქართველოს შემთხვევაში, ასევე აუცილებელია, რომ დიასპორის სამინისტრო დაკომპლექტდეს მხოლოდ ემიგრანტებისგან (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე საქართველოს მოქალაქეებისაგან), რადგანაც მათ ქართველ დიპლომატებზე და სახელმწიფო მოხელეებზე უკეთ იციან თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული დიასპორა და როგორ არის შესაძლებელი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.” -აცხადებს დარგის მცოდნე სპეციალისტი.