იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დაადასტურა 2020 წლის იანვარში იტალიაში ჩამოსულ ორ ჩინელ ტურისტზე ქვეყანაში პირველად დაფიქსირებული, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება და 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოერიდეთ უმიზეზოდ ქალაქში გამოსვლას და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, აუცილებლად იხმარეთ სამედიცინო ნიღაბი, რომელიც ყოველ საათნახევარში უნდა შეიცვალოს, ნუ შეეხებით გარეშე პირებს, სხვადასხვა საგნებსა ან ნივთებს, აუცილებელობის გარეშე – ვირუსის გავრცელების თავდაპირველი დადასტურებული გზა კი აირწვეთოვანი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მისი პირდაპირი კონტქატითაც გადაცემა – ადამიანიდან-ადამიანზე, რაც პრაქტიკაში ასე აისახება – ინფიცირებულმა ადამიანმა შესაძლოა, მოიხოცოს ცხვირი, მოიწმინდოს პირი და იგივე ხელი გაუსვას ტრანსპორტში, საზკვების ობიეტქებში – სახელურებს, დახლებს, თაროებს, სახლის, კორპუსის კარებსა და ლიფტის ღილაკებს – და უკვე იქიდან გაავრცელოს ვირუსი ჯანმრთელებზეც. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი, დღე-ღამის განმავლობაში, საკუთარ სხეულს 2-3 ათასჯერ ეხება (3-5 ჯერ წუთში), ასე რომ, თავადაც ხვდებით, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ.
(C) თიკო თვალაძე