დიასპორის დეპარტამენტს საბერძნეთის რესპუბლიკაში მივლინებული ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ჩაუდგება სათავეში

0
2424

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად როგორც ჩვენთვის DIASPORA.GE -სთვის გახდა ცნობილი თებერვლიდან მუხრან გულაღაშვილი უხელმძღვანელბს . აღნიშნული თანამდებობა გასული წლის სექტემბრიდან არის ვაკანტური და მის ხელმძღვანელად დიასპორის ნაწილი ზაალ სარაჯიშვილის წარდგენას ითხოვდა.

მუხრან გულაღაშვილი დღემდე საბერძნეთში ასრულებდა დიპლომატიურ მისიას და თესალონიკში გენერალურ საკონსულოს ედგა სათავეში .

მუხრან გულაღაშვილ განათლება მიღებული აქვს 1985 -1992 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე იურსტის სპეციალობით.

1992 – 1994 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურაში ,- საერთაშორისო სამართალს ;

1994 – 2006 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სტაჟიორი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის III მდივანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის II მდივანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის I მდივანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

01.11.2012 – 19.11.2012 წლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;

19.11.2012 – 13.12.2012 წლებში ასრულებდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩევლის ხოლო ; 13.12.2012 წლიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას სამინისტროს ლიკვიდაციამდე. რის შემდგომაც ის საბერძნეთის რესპუბლიკაში , თესალონიკის გენერალურ კონსულად განმწესდა. ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს;