დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ნავერიანი აირჩიეს

0
706

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა თამაზ ნავერიანი ერთხმად აირჩიეს.

დღესვე კომიტეტმა ცნობად მიიღო კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე ინფორმაცია.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს და დაამტკიცეს კომიტეტის 2020 წლის მუშაობის სამოქმედო გეგმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, დოკუმენტი სემუშავებულია კომიტეტის ძირითადი მიმართულებების მიხედვით: დარგობრივი პოლიტიკის განსაზღვრა; კანონშემოქმედებითი საქმიანობა; საერთაშორისო თანამშრომლობა; საზედამხედველო საქმიანობა; კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა; კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.