საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პროკოპიოს პავლოპულოსმა, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 2020 წლის 3 თებერვალს, ყოველწლიური საახალწლო მიღების ფარგლებში, საბერძნეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე მიწვეული გახლდათ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე. – ნათქვამია საელჩოს მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.