როგორი ჩანთა შექმნა დემნა გვასალიას რომელმაც კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერიც აღაფრთოვანა

0
1010

 კიმ კარდაშიანისა და კაილი ჯენერის ინსტაგრამის სთორიებში ჰელოუ ქითის თეთრი და ვარდისფერი ჩანთები გამოჩნდა.

ორივე მათგანი მადლობას უხდის დემნა გვასალიას, როიმელმაც დები ახალი, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩანთებით დაასაჩუქრა.

“ძვირფასო კაილი, ისიამოვნე ამ ახალი ჩანთით ბალენსიაგას 2020 წლის ზაფხულის კოლექციიდან”, — წერია დემნას წერილში.

“ღმერთო ჩემო, ეს ჩანთა”, — წერს კაილი ინსტაგრამზე. ქართველი დიზაინერი მონიშნა თავის სთორიში კიმ კარდაშიანმაც.

აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას თითოეული ამ ჩანთის ღირებულება 1 790 დოლარია.