მინდა რაღაც გითხართ ქართველ ემიგრანტებს . დღეს შევესწარი ასეთ ამბავს მაღაზიაში გასულს იტალიელი ქალბატონი ლაპარაკობს რომ ქართველი ბადანტე ყავს სახლში ისეთი კარგი ადამიანია რომ უნდა ყველას გააგებინოს მის შესახებ რომ ის არის ქართველი, ამ ლაპარაკმა ყურადღება მიიქცია ჩემი და ვკითხე ქალბატონის სახელი. მასს ქვია #მარინია გვარი სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ იმდენად დადებითად იმოქმედა ამან ჩემზე რომ მინდა გითხრათ მიხარიხართ ქართველო ღირსეულო ემიგრანტებო თქვენი სახელის გაგონება მიხარია როცა თქვენზე კარგს ლაპარაკობენ და ვამაყობ რომ ქართველი ვარ.. და მინდა ასეთმა ღიმილიანებმა და დადებითად განწყობილებმა იაროთ უცხო მიწაზე როგორც დღეს ეს ქალბატონი საუბრობდა .მიხარიხართ ყველა გამძლეობა მოგცეთ უფალმა – წერს ემიგრანტების შესახებ იტალიაში მცხოვრები ეკა ქებაძე.