პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ უგულავას დასაკავებლად მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია. ინაშვილი მმართველ გუნდს კითხვითაც მიმართავს, თუ ასეთი “სტანდარტული, არართული” საქმის გამოძიებას გამოძიებას 7 წელს ანდომებს, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებს.
“7 წლის მანძილზე ქართული ოცნება მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინცდამაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა”, – წერს ინაშვილი ფეისბუქზე.