კანადაში უმუშევრობის დონე დაახლოებით 5,6%-ია, შესაბამისად დამსაქმებლები საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რათა კარგი კადრები მიიზიდონ. შესაბამისად, კარგი დამსაქმებლების რიცხვი არცისე ცოტაა.
Forbes-მა ბაზრის კვლევით ორგანიზაცია Statista-სთან თანამშრომლობით გამოავლინა 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები კანადაში. რეიტინგი 8000 კანადელის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს.
წლის საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Google
2. Hydro-Quebec
3. Cisco
4. Costco wholesale
5. Ubisoft
6. Microsoft
7. Boeing
8. Air Transat
9. Fedex
10. ტორონტოს უნივერსიტეტი