დეე!! დეე!! გესმის ჩემი დეე?? რა გამიკეთე? ეს რა გამიკეთეე დედი?? როგორ დამტოვე დეე?! როგორ?? არ შეგეცოდე დეე?! მე ხომ შენს მეტი არავინ მჭირდებოდა დე!!! დაიწყევლოს 17 თებერვალი!! როცა შენი თავი წამართვა და დამტოვა უშენოდ,ობოლი..
რა გავაკეთო მე ახლა დე?! გახსოვს რამდენი გეგმა გვქონდა დედი? რომელიც მომავალში უბედნიერესად გვაქცევდა!! დედი ვინ მომწერს დილით”დილამშვიდობის ჩემო პატარა,დედას ბასტი ბუბუ(ჩვენ რომ ვიცოდით),როგორ ხარ დედას სიცოცხლე,სიყვარულო,დედას სუნთქვა და დედას ბედნიერებავ, დე კარგად ხარ ჩემო ანგელოზო?” ვინღა მეტყვის დედი???!!!
რას დამპირდი მალე ჩამოვალ,სულ ერთად ვიქნებით ჩემო პატარააო!! ვინღა მომეფერება დე,ვინ ჩამეხუტება დე,ვინ მაკოცებს,გულში ვინ ჩამიკრავს,თავზე ხელს ვინ გადამისვამს და ვინ მეტყვის ესეც გაივლის დე.. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ და ერთად გადავიტანთ როგორც ყოველთვისო!! ვინ მეტყვის დე??! მე რავქნა უშენოდ დეე? ოთხი წელია დეე ვეღარ ვიგრძენი შენი სითბო ახლოდან,ვეღარ ვნახე შენი ღიმილი, ვეღარ გავიგე ახლოდან შენი ხმა,ვეღარ ჩაგეკარი გულში დე..ოთხი წელია უშენოდ მარტოს მძინავს თუ ძილი ჰქვია მაგას დე.. წახვედი შენ! როგორ ვერ გაუძელი ამას დეე? შენ ხომ ყველაზე ძლიერი იყავი დე??
იმ ღამით გათიშულს რომ დაგიძახე დეეე მეთქი და ცრემლი ჩამოგვარდა აი მაშინ მივხვდი ეს რა ცრემლი იყო დე!! ეს ცრემლი იყო საბოლოოდ რომ გამანადგურა,მთელი ცხოვრება რომ გამიმწარა და შენთან ერთად მეც დამღუპა.. ხორციელი სიცოცხლე არ ნიშნავს არაფერს თუ სულიერად მკვდარი იქნება ადამიანი ხო იცი დე?? მე რაღა მეშველება დეე..მე ცოცხალი მინდოდა შენით მოსულიყავი ჩემთან და არა მკვდარი გადმოესვენებინე დე.. რა მეშველება უშენოდ რაა ამიხსენი!!!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც გამაგონა შენი ხმა დეე!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც გნახო დე!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც ჩაგეხუტო და ვიგრძნო დედის სითბო დეეე!!!!
როგორ მეუბნებოდი?? იცოდე დედას ყველაზე მეტად უყვარხარ,სულ დედას გულში ხარ და იცოდე სულ შენთან,შენს გვერდით ვარ დეეო!! აბა სად ხარ დე?? საად!!
მტკივაა დე იცი?? სისხლი გამეყინა და გული გამიჩერდა დეე იცი?? დედა მინდა დეე!! დედა!!!!❤:)) ხომ გაგიგია ღმერთს თავისთან კარგები მიჰყავსო მაგრამ შეენ დეე? ასეთი პატარაა წაგიყვანაა დეე:)) როგორ შეიძლება ეს დეეე!!! ვერ აღვწერ თუ როგორ მტკივა დეე!! ჩემო სიცოცხლეეე!!! მჭირდები დედი რა გავაკეთო?!! ყვეეელააზე მეტად მიყვარდი დეე!! ყველაზე მეტაად მიყვარხააარ დე!!:) და ყველაზე მეტად მეყვარეეები დეე!!:)) ჩემო ანგელოზო! ჩემო სუნთქვა! ჩემო უდიდესო ტკივილოოო!!!
მენატრებიი დედი!! და მომენატრეები სიკვდილამდე!!
უფალს ვთხოვ ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული დეე!!