ახალი, შეფასებაზე დაფუძნებული გამკაცრებული საიმიგრაციო სისტემის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის საერთო ბაზრის დატოვების შემდეგ ამოქმედდება, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზებისა და საკმარისი კვალიფიკაციის გარეშე დიდ ბრიტანეთში მუშაობას ვეღარ შესძლებენ.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ახალი სისტემა 19 თებერვალს წარადგინა და მას სურს, რომ მაღალკვალიფიციური მუშახელის მიზიდვაზე იყოს ორიენტირებული, როდესაც ევროკავშირთან მიმოსვლის თავისუფლება დეკემბერში დასრულდება.
ახალი საიმიგრაციო წესები 2020 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრიდან დიდ ბრიტანეთში სწავლა, ცხოვრება ან მუშაობა ენდომებათ.
იმ მიგრანტებმა, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის სურვილი აქვთ, უნდა იშოვონ სამსახური, სადაც წელიწადში სულ მცირე 25 600 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან. მათ ასევე ინგლისურის ცოდნა და A დონის სტანდარტის განათლებაც მოეთხოვებათ.