იტალიაში კორონავირუსით მეორე პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მეორე ფატალური შემთხვევა მილანში დაფიქსირდა. გარდაცვლილი ქალია, თუმცა მისი ასაკი უცნობია.
ამ დრომდე, ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება. იტალიაში ახალი კორონავირუსით პირველი დაღუპული 77 წლის მამაკაცი იყო.
რეგიონში კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებების გადადება გადაწყვიტა. დროებით შეჩერდა სკოლების, სპორტული ცენტრებისა და ბარების ფუნქციონირებაც.