იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბოლო დღე ღამეში „კოვიდ-19“ 2 972 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირებულთა ზრდის მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში ერთი თვეა არ დაფიქსირებულა.
ამასთან, იტალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 602 ადამიანი.
იტალიაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 21 067 ადამიანი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“ 162 488 ადამიანს დაუდასტურდა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
3 186 ადამიანი კვლევა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შემცირებულია.
იტალიაში ვირუსი საერთო ჯამში დაძლია და გამოჯანრთელდა 37 130 პაციენტი.
წყარო:1tv.ge