იტალიური მედიის ცნობით ბოლო პერიოდში ქალაქი ლივორნო ემიგრანტებისთვის ფიქტიური ქორწინებების ფაქტიურ ცენტრად იქცა. მოგეხსენებათ რომ ცნობილი პრაქტიკაა როდესაც არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ადგილამყოფელ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მისაღებად ადგილობრივი ჯგუფების დახმარებით ფიქტიურ ქორწინებებს მიმართავენ. როგორც la Repubblica წერს იტალიაში, სამართალდამცველებმა ქალაქ ლივორნოში აღმოაჩინეს ქსელი, რომლის მეშვეობითაც ემიგრანტებისთვის ფიქტიური ქორწინებების ორგანიზება ხდებოდა. ამის შესახებ
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივ ქსელში ჩართული 56 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მოქალაქეები.
ცნობილია, რომ მიგრანტების ფიქტიური ქორწინებების ლეგალიზაციის სეგმენტში დომენიკის რესპუბლიკის მოქალაქეები ლიდერობენ. 5 წელიწადში დანაშაულებრივი ჯგუფების დახმარებით 25 ფიქტიური ქორწინება შედგა.
დანაშაულებრივმა ჯგუფმა გასამრჯელოს სახით, 200 ათასი ევრო მიიღო.