ვალენსიაში ქართველი გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

0
4917

სოციალურ ჯგუფ ,,ქართველები ესპანეთში (kartvelebi espanetshi) – Georgianos en España” გავრცელებული ინფორმაციით ვალენსიაში ახალგაზრდა ქართველი გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც წყარო იტყობინება : – ,,ვალენსიის ქართველებო ქართველი გოგო იპოვეს პარკში ხეზე ჩამომხვრჩვალი და ვინმემ რამე იცით? გოგო არის ამ ჯგუფის წევრი. მე როგორც ვიცი უვლიდა ბებოს და იქვე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. იყო 3 თვის ორსული. ძალიან აქტიური და პოზიტიური გოგო , ძალიან დამწყდა გული ” – წერს ის . აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით დიპ.. მისიას განცხადება არ გაუვრცელებია.