ესპანეთში სკოლები 14 სექტემბერს განაახლებენ სწავლას, თუმცა აუცილებელი იქნება გარკვეული ვალდებულებების დაცვა

0
2358

ესპანეთში სკოლები 14 სექტემბერს განაახლებენ სწავლას, თუმცა აუცილებელი იქნება გარკვეული ვალდებულებების დაცვა , აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის განათლების მინისტრმა იზაბელ სელამაც დაადასტურა. საჯარო სკოლებში შესვლის და გამოსვლის დროს, დერეფნებსა და საპირფარეშოებში გადაადგილებისას აუცილებელი იქნება პირბადის გამოყენება. რეგულაციების შესახებ ინტრუქციები კი მოსწავლეთა მშობლებს უკვე მეილებზე გადაეგზავნათ და ეტაპობრივად ცვლილებების შემთხვევაში სისტემატიურად მიაწვდიან.