რა ცვლილებებია ბერძნულ პაოკში და რატომ შეეხნენ ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელები ხელით

0
1828

თესალონიკის პაოკ-ის ქართველმა ახალწვეულმა ნიკა ნინუამ ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ტრადიციული ნათლობაც გაიარა. წვრთნის დაწყებამდე, თანაგუნდელებმა დერეფანი გაუკეთეს და ქართველ ფეხბურთელს ხელების წამორტყმით მიესალმნენ. ამგვარი ცერემონია ბევრ გუნდშია მიღებული და გამონაკლისი არც საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

პრესკონფერენციაზე ნინუას მიერ გაკეთებული განცხადებთ მას ტექნიკური ფეხბურთი მოსწონს, მისი ფავორიტი ფეხბურთელი ანდრეა პირლოა და მის დონეზე თამაშზე ოცნებობს. „ტექნიკური ფეხბურთი მომწონს, კარგი ორგანიზატორი ვარ და სწრაფად თამაში მინდა. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი სათამაშო სტილის გათვალისწინებით ანდრეა პირლოა და მინდა, მის სიმაღლეს მივაღწიო. ასეთ დიდ გუნდში გადმოსვლა ჩემთვის დიდი პატივია. ერთი სული მაქვს, ტიტულები მოვიგოთ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ჩემი აზრით, ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება ადაპტაციისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში“, – თქვა ნინუამ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნინუამ პაოკთან 4-წლიანი კონტრაქტი 2 დღის წინ გააფორმა და 32-ე ნომრით ითამაშებს. ნიკა დინამო თბილისის აკადემიის აღზრილია და გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა. შედეგად, ის ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ნიკამ მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა.