დიდი იმედებითა და ოცნებიებით წამოსულები ესპანეთში მწარე რეალობას
ეჯახებიან, იმ იმედით წამოსულები რომ ესპანეთში ფინანსურად გაუმჯობესდება
მათი მდგომარეობა დიდ ვალს იღებენ, უარეს შემთხვევაში კი სახლებსაც ყიდიან და
მოდიან პატარა ბავშვებით, რომლებიც შემდეგ ქუჩაში რჩებიან და უკეთესი
მომავლის ძიებაში უარესს მდგომარრობაში ხვდებია.
კიდევ უფრო დამძიმდა და თითქმის გაუსალისი გახდა ქართველების ყოფა
ესპანეთში ეპიდემიის შემდეგ. ერთიორად გაიზარდა სამსახურის გარეშე
დარჩენილიბადამიანების რიცხვი. ბევრი ადამიანი უბრალოდ კეთილი ადამიანების
იმედად დარჩა, ბევრ მათგანს არ ,,გაუმართლა” და ოჯახით ქუჩაში აღმოჩნდა.
ხელისუფლებაცმკაცრი გახდა ემიგრანტების მიმართ რადგან უკვე მათი დახმარება
მათივე მოქალაქეებს სჭირდებათ.
რა მდგომარეობა დაგხვდებათ ესპანეთში ჩამოსულებს და რას გთავაზობთ
ესპანეთის კანონმდებლობა, ამის გასარკვევად ესპანეთში მოღვაწე ,
წარმატებულ ქართველ ადვოკატ ნათია ქარდავას ვესაუბრეთ. ნათიას იმედი აქვს
რომ მოძველებული კანონები აუცილებლად შეიცვლება და ემიგრანტების ყოფაც
გაუმჯობესდება.
,,ზოგადად სიტყვა ემიგრანტი, არ უკავშირდება პოზიტიურ ვითარებას, თუმცა
დღეისდღეობით, ეს პრივილეგია გახდა, როდესაც ესპანეთში მოხვდება ადამიანი.”
_ ქალბატონო ნათია, შეიცვალა თუ არა წლების განმავლობაში ემიგრანტების
მდგომარეობა ესპანეთში?
ესპანეთში ემიგრანტის მდგომარეობა წლების განმავლობაში შეიცვალა და რაც ადრე ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი იყო, დღეს ფაქტიურად შეუძლებელი გახადეს. 2000/2005 წლების პერიოდებში, როდესაც სოციალისტური პარტიები მოდიოდენ ნელ- ნელა ძალაში, შესაბამისად პოლიტიკაც შეიცვალა, და ემიგრანტების ყურადღება მიაქციეს. ამ პერიოდში ბევრი ქართველი გახდა ლეგალური რეზიდენტი ესპანეთში. შესაძლებელი გახადეს ოჯახის შემოერთება და ბევრი ქართველი ოჯახი დაფუძვნდა ლეგალურად ესპანეთში.
– გართულდა თუ არა სხვადასხვა პროცედურები ლეგალიზაციის მისაღებად?
ადრე პროცედურები უფრო მარტივი იყო, კანონმდებლობა კი იძლეოდა მითითებებს, მაგრამ საემიგრაციო ოფისები უფრო მარტივად მუშაობდნენ, და ბიუროკრატიული საკითხები უკეთესი გადასატანი იყო. რასთან შეგუება უწევთ ესპანეთში მყოფ ქართველ ემიგრანტს?
_ბევრი ქართველი შეეგუა ესპანურ ვითარებას, შეეგუა კონტრიბუციას
საგადასახადოში, შეეგუა ჯანდაცვის წილის დაფარვას და შეეგუა იმ აზრს, რომ
ემიგრანტობა რთულია, მაგრამ ბევრ შემთვევაში სავალდებულო.
დღევანდელი ვითარება, გაცილებით სხვანაირია და ამას მისი ახსნა განმარტება
მოყვება.
ქვეყნის ეკონომიკა (რომელიც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიდან ჯერ კიდე არ
ამოსულა) და საზოგადოება შეიცვალა. ემიგრანტის სტატუსი, რომელიც ადრე იყო
საბუთიანი მაინც, დღეს უსაბუთოა. უსაბუთობას მოყვება, როგორც იცით, ბევრი
ნეგატიური რამ, რადგან ფაქტიურად ჰაერში ხარ, და ვერ ჯდები იმ ჩარჩოში,
რომელშიც დაცულად გრძნობ თავს.
_ გართულდა თუ არა საბუთის მიღება იმ ქართველებისთვის ვინც
ვიზარიბელიზაციის შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში?
_ქართველებისთვის ვითარება უფრო მეტად გართულდა, ვიზა ლიბერალიზაციიდან,
რადგან მასიური ტალღა შემოვიდა ესპანეთში, იმ სტატუსის მოსაპოვებლად რაც 2000
წლებში იყო, თუმცა აქ სულ სხვა ვითარება დახვდათ.
დახვდათ ის, რომ საბუთის აღება ჩვეულებრივი ოდისეაა, რომელშიც ადამიანი
იკარგება, რადგან რეკვიზიტების დაკმაყოფილება იშვიათად ხდება და ბევრი
ემიგრანტი დარჩა ჩაკეტილ ესპანეთში საბუთის გარეშე. ამას პლიუს ის ემატება, რომ
მინიმუმ 3 წელი უნდა, რომ ემიგრანტს შანსი მაინც ჰქონდეს იმის, რომ საბუთი
აიღოს.
რა ხდება სანამ სამი წელი გაივლის, რა გზის გავლა უწევს ქართველ ემიგრანტს
საბუთის მიღებამდე?
არაფერი სასარგებლო, რადგან ეს ვითარება, გამოსაყენებელია, როდესაც იაფი
მუშახელი გჭირდება და ნაკლები ხარჯი სოციალურ დახმარებებზე, რომელიც
მხოლოდ საბუთის საფუძველზე გაიცემა.
ამასთანავე, ბევრმა ქართველმა საშველი ნახა ჩაბარებაში, სხვადასხვა მიზეზების
გამო, მაგრამ უკვე ალბათ იცით, რომ ლტოლვილის სტატუსს 100 დან მხოლოდ ერთს
ან ორს ენიჭება, რადგან ეგ ვითარება არის განკუთვნილი ან სამხრეთ ამერიკის
დიქტატორულ რეჟიმების მოქალაქეებზე, ან სირიელ მსხვერპლს, რომელსაც ომი
ემუქრება. სამწუხაროდ, საქართველოს ვითარება და ოკუპირება არ არის
საერთაშორისო დარდი, და შესაბამისად ლტოლვილის სტატუსსაც არ ანიჭებენ ასეთ
ადამიანებს.
დღევანდელი ემიგრანტების ცხოვრება ესპანეთში ძალიან რთულია, საბუთი მისთვის
უკვე ხარჯად ითვლება, რადგან გაკეთების პირობაზე, მათ უწევთ ყველა
მოვალეობის შესრულება, ეს იქნება საგადასახადოში თუ ჯანდაცვაში.
საბუთის ქონის შემთხვევაშიც უნდა შეასრულოს მითითებები მის
შესანარჩუნებლად. ეს მითითებები ძვირია, რთულია და ბევრმა ემიგრანტმა
სამწუხაროდ არ იცის და შეცდომაში შედიან, რადგან არც უფროსმა შეიძლება
იზრუნოს მასე და არც ზოგადად საზოგადოებამ. ისიც ვიცით რა ძვირია ადვოკატის
აყვანა ბარსელონაში.
_ არის თუ არა ძველი საემიგრაციო კოდექსის შეცვლაზე საუბარი რადგან
ემიგრანტის ყოფა შედარებით გამარტივდეს?
_ბევრი რამე უნდა შეიცვალოს ესპანეთში, იმისათვის, რომ ქართველმა და ზოგადად
ემიგრანტმა, შვება ნახოს საემიგრაციო კოდექსი ძველია, არავინ ზრუნავს
ჯერჯერობით შეცვლაზე, საგადასახადო ჯანდაცვაში მაღალია (და ამავე დროს
აუცილებელი საბუთის შესანარჩუნებლად), სოციალური ინტეგრაცია რთული
დასამტკიცებელია გამგეობაში როდესაც ოჯახის გარეშე ხარ და ენის სწავლა
რთულდება იმათთვის ვინც 24 საათი უსაბუთოდ მუშაობს და არ სცალია სკოლაში
სასიარულოდ.
როგორ ფიქრობთ რა ელოდებათ მომავალში ესპანეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს? იმედია ბევრი კარგი ცვლილება, ლეგალიზაცია და რეკვიზიტების გაიოლება.
რთულია ემიგრანტობა, შეჩვევა უნდა. ბევრი უბრალოდ მუშაობის უფლებას ითხოვს,
მეტი არაფერი უნდათ, და ეს ისეთი რამ არის, დიდხანს ვერ დააიგნორებს სახემწიფო.
ესაუბრა ფიქრია რობაქიძე.