2020 წლის 1 ივლისიდან საბერძნეთის მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში მოგზაურების და შესვლის მსურვლებმა უნდა წარადგინოს სპეციალური მონაცემები რომლის შესავსები ელექტრობული ფორმაც განთავსებულია ელექტრონულ პლატფორმაზე https://travel.gov.gr .
საბერძნეთში მგზავრობის მსურველმა სამგზავრო ბილეთთან და პასპორტთან ერთად აუცილებლად უნდა იქონიოს სამგზავრო მაძიებლის ფორმის (PLF) ელექტრონულ პლატფორმაზე https://travel.gov.gr საშუალებით მიღებული უნიკალური სწრაფი რეაგირების (QR) კოდი, რომელსაც მგზავრობის მსურველი მონაცემების ქვეყანაში შესვლის წინა დღემდე ელ.ფოსტით (QR კოდისთვის განკუთვნილი სპეციალური და დადასტურების ელ.ფოსტიდან) იღებს.
აქვე აღვნიშნავთ რომ თუ ტრანზიტულად აპირებთ გამგზავრებას საბერძნეთი მოითხოვს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტების უარყოფით პასუხს შემდეგი ქვეყნებიდან: შვედეთი, ბელგია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, რუმინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და მალტა.
რაც შეეხება თუ რა არის QR კოდი ანუ Quick Response code ? – ის 1994 წელს შეიქმნა იაპონიაში საავტომობილო ინდუსტრიისთვის და წარმოადგენს ციფრული ინფორმაციის შენახვის უნიკალურ ტექნოგიურ პროდუქტს და როგორც ჩვეულებრივი შტრიხკოდი ინახავს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის თუ პირის შესახებ. QR კოდები ხშირად შეიცავს ასევე მონაცემებს ლოკაციის და იდენტიფიკაციის განსაზღვრისათვისთვის, რომელიც სწრაფი რეაგირების სისტემით დაკავშირებულია განსაზღვრულ ვებსაიტზე ან პროგრამაზე. QR კოდი შეიცავს მონაცემებს კოდირების სტანდარტიზირებულ ოთხ რეჟიმს (numeric, alphanumeric, byte/binary, and kanji) მონაცემთა ეფექტურად შესანახად.
თავად QR კოდი ფიზიკურად შედგება შავი კვადრატებისგან, რომელიც მოთავსებულია კვადრატულ ბადეში, თეთრ ფონზე, რომლის წაკითხვა შესაძლებელია შესაბამისი გამოსახულების წამკითხავი სპეციალური მოწყობილობის საშუალების გამოყენებით. საჭირო მონაცემები კი განთავსებულია შაბლონებისგან შედგარ სპეციალურ წყობაში, რომლებიც წარმოდგენილია გამოსახულების ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ კომპონენტებში.