2017 წელს ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში 171 ათასი მიგრანტი შევიდა, გზად სამი ათასი დაიღუპა. ინფორმაციას მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
ევროპაში ჩასულ მიგრანტთა უმრავლესობა იტალიამ მიიღო – 119 ათასი, 29 ათასი საბერძნეთმა, 21 ათასი ესპანეთმა, ათასი კი კვიპროსმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში 5375 ათასი მიგრანტი და დევნილი დაიღუპა. 2016 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია. 2016 წელს მსოფლიოში 7932 მიგრანტი დაიღუპა.
ავტორი: თამთა რუხაძე 1tv.ge