ელჩი ლევან ბერიძე საბერძნეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

0
226

13 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად, ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას.

საბერძნეთის რესპუბლიკის რიგით მეცხრე პრეზიდენტის, კონსტანტინოს ტასულასის ინაუგურაცია გაიმართა პარლამენტის შენობაში, რომელსაც მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

კონსტანტინოს ტასულასი უკანასკნელი წლების მანძილზე იკავებდა პარლმენტის სპიკერის პოზიციას, იგი დასახელებულ იქნა პრეზიდენტობის კანდიდატად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მიერ და 12 თებერვალს იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად.

ლევან ბერიძემ საბერძნეთის პარლამენტში შეხვედრა გასულ წელსაც გამართა საბერძნეთი საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.